მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, შიდასაუბნო დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.

თოდრიას I ჩიხის N4 და N5 კორპუსის მიმდებარედ გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მოსახლეობას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გააცნეს.

„თოდრიას 1-ლი ჩიხის N4 და N5 საცხოვრებელ კორპუსთან, ახალი საზოგადოებრივი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობას ვიწყებთ. პროექტის დეტალები დღეს მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ. სამუშაო პროცესი მალე დაიწყება და ამ უბნის მოსახლეობას კომფორტული, თანამედროვე დასასვენებელი და სპორტული სივრცე ექნება. ანალოგიურ პროექტებს ამ ეტაპზე 6 სხვადასხვა მისამართზე ვახორციელებთ“,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი მწვანე სივრცის, საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული ფილების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. დაირგვება 185 ძირი ხე-მცენარე, ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ინფრასტრუქტურაც. განხორციელდება არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 350 000 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რუსთავში ანალოგიური სამუშაოები ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ფხალაძეBM.GE
  • სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობსნეტგაზეთი
  • ლილუაშვილის პროცესი გადაიდო - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “გარკვეულ პირებთან ვაჭრობა მიმდინარეობს“ტვ პირველი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

ლიბანის პრეზიდენტი გმობს ისრაელის თავდასხმებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

იმედი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ

იმედი

აკაკი ალადაშვილი რუსოფობიურ განცხადებებზე: ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა ჩვენ როგორც რუსოფობიურ და რუსეთისთვის მტრულ სახელმწიფოდ აღგვიქვას, შეგვიჩეროს ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობები და ჩამოიშალოს ჩვენი ეკონომიკა

ცოტნე ანანიძე: ტოკიოდან თბილისამდე, უხვ ნალექთან დაკავშირებული გამოწვევებია, ვნახეთ მერიის თანამშრომლების თავდაუზოგავი მუშაობა ძლიერი წვიმის დროს, ოპოზიცია კი, ლაზარეობას (ამინდის ღვთაება) ითხოვს კალაძისგან