მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ფხალაძე
საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ფხალაძე

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ფხალაძე

BM.GE13 აგვისტო, 2026, 02:45|bm.ge

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით“ - ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.

„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.

„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - ამბობს ის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებითიმედი
  • "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

"სანავთობე ბაზრებზე დღეს სტაბილურობა არ გვაქვს" - რატომ ძვირდება საწვავი საქართველოში?

"სანავთობე ბაზრებზე დღეს სტაბილურობა არ გვაქვს" - რატომ ძვირდება საწვავი საქართველოში?

BM.GE

"ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დროებით შევაჩეროთ საქართველოში საწვავზე ევრო 5-ის მოქმედება" - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

"ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დროებით შევაჩეროთ საქართველოში საწვავზე ევრო 5-ის მოქმედება" - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

BM.GE

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანთან და სომხეთთან დამაკავშირებელი ₾750-მილიონიანი გზის მშენებლობის ტენდერი გახანგრძლივდა

BM.GE

გომის მთაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

გომის მთაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE