მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რუსთავი 211 აგვისტო, 2026, 12:17|rustavi2.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ კომპანიის სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სარწყავი სეზონის მიმდინარეობა, საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხები და რეგიონებში არსებული გამოწვევები განიხილეს.

„სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში არსებული საჭიროებები დროულად იყოს იდენტიფიცირებული, წყალმომხმარებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია და მომსახურების პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს. ჩვენი მიზანია, სერვისცენტრების გაძლიერებული კოორდინაციით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა მომსახურება და სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხი“, - აღნიშნა მამელი ქობალიამ.

სამუშაო შეხვედრაზე კომერციულმა დირექტორმა სერვისცენტრების მენეჯერებისგან მუნიციპალიტეტების მიხედვით სარწყავი სეზონის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალმომხმარებელთა მომსახურების ხარისხს, სარწყავი სეზონის განმავლობაში გამოვლენილ საჭიროებებსა და არსებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის გზებს.

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის განმავლობაში აგრძელებს სერვისცენტრების საქმიანობის კოორდინაციასა და რეგიონებში საირიგაციო წყლის მიწოდების პროცესის მონიტორინგს. კომპანიის მიზანია, წყალმომხმარებლებისთვის მომსახურება შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელდეს და რეგიონებში არსებული საჭიროებების შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდეს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეხვედრა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართაიმედი
  • მოძრაობა "მე მიყვარს საქართველო" რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებსტვ პირველი
  • ესპანეთი სეუტას საზღვარზე დამცავ ბარიერს აშენებს, EU-ს 22 ლიდერი კი საგანგებო შეხვედრას ითხოვსBM.GE
  • ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა – დღის წესრიგში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და თავდაცვის საკითხებიაფორმულა
შეხვედრა →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზე

"ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა.. სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის "ნაცაგენტურასთან" ერთად უცხოურ ძალას" - გურამ მაჭარაშვილი

"ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკა.. სააკაშვილი წარმოადგენდა და წარმოადგენს თავის "ნაცაგენტურასთან" ერთად უცხოურ ძალას" - გურამ მაჭარაშვილი

რუსთავი 2

ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავა

ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავა

რუსთავი 2

"დრო ტკივილს არ კურნავს" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები 18 წლის წინ მომხდარს იხსენებენ

"დრო ტკივილს არ კურნავს" - შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები 18 წლის წინ მომხდარს იხსენებენ

რუსთავი 2