მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საბურთალოს გამგეობა ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთი საგზაო დაზიანება შეინიშნებოდა, რის გამოც მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარისა და ბორდიურის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 700 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება წარმოუდგენელია შეზღუდვებისა და დისკომფორტის გარეშე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს.

„მიმდინარე სამუშაოების გამო, ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდა, რაც რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოქმედებს. მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები, რის შედეგადაც გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი