მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა
საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა

იმედი|imedinews.ge

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციელებდა.

ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანი საჩხერის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის კომპანიის ოპერირების სისტემაში ინტეგრირების პროცესს და იმ ძირითად ამოცანებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას, მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნებასა და თანამშრომელთა გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებას.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ პროცესის მიმართ სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების უფრო ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისი თქმით, ყველა დაგეგმილი პროცესი ეტაპობრივად, კოორდინირებულად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეტაპობრივად შეაფასებს მუნიციპალიტეტში არსებულ ტექნიკურ და საოპერაციო მდგომარეობას, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი სამუშაოების მიმართულებები. ცვლილების მიზანია ერთიანი მართვისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა, ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა და მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, საიმედო და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი