მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

იმედი|imedinews.ge

„საქართველოს გასართობი ინდუსტრიის ლიდერის — „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ფარგლებში შექმნილი „ჰეკატეს ბაღი“ საქართველოს უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე დიზაინის ენით აცოცხლებს და მას საერთაშორისო სცენაზე წარმოაჩენს“- ასე შეაფასა საერთაშორისო პლატფორმა Designboom-მა სთარინგ ჯორჯიას ახალი პროექტი „ჰეკატეს ბაღი“ .

ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა.

პროექტის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ რესტორანი და სათბური ერთმანეთისგან განცალკევებული სივრცეები კი არ არის — ცოცხალი ბაღი თავად ხდება სტუმრობის გამოცდილების ნაწილი. თითქმის 100 სახეობის მცენარე იზრდება უშუალოდ სივრცეში და მათი ნაწილი გამოიყენება სამზარეულოსა და ბარში. სტუმარს შეუძლია მცენარეებს შორის გაისეირნოს, ადგილზე მოყვანილი ინგრედიენტები დააგემოვნოს და ცოცხალი მცენარე სახლშიც წაიღოს.

Designboom მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე კულტურის სფეროში, რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს და რომლის აუდიტორიას არქიტექტორები, დიზაინერები, დეველოპერები, სტუდენტები და სფეროს პროფესიონალები წარმოადგენენ. ქართული პროექტის Designboom-ზე გამოჩენა კი ნიშნავს, რომ პროექტი სცდება ადგილობრივ კონტექსტს და ხვდება საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში — იქ, სადაც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნების წარმომადგენლები აღმოაჩენენ, განიხილავენ და ერთმანეთს უზიარებენ მსგავს პროექტებს. Designboom ჰეკატეს ბაღს განიხილავს, როგორც ისტორიაზე, კულტურასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სტუმარ-მასპინძლობის ახალ მოდელს, რომელიც საქართველოს ადგილობრივ ისტორიას საერთაშორისო დიზაინის ენაზე ჰყვება. სწორედ ეს ხდის პროექტს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს: ქართული მითოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა აქ არა უბრალოდ დეკორაციად, არამედ სივრცის, დიზაინისა და სტუმრის გამოცდილების საფუძვლად არის ქცეული. Designboom-ზე „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია თავად პროექტისთვისაც , რადგან ის პირველად ხვდება საერთაშორისო პროფესიული დიზაინისა და არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმაზე.

მეორეს მხრივ კი, ქართული პროექტის საერთაშორისო პლატფოტმაზე მოხვედრა ნიშნავს, რომ ქართული ისტორია და იდენტობა გადის ადგილობრივი კონტექსტიდან დასაერთაშორისო დიზაინის დისკურსის ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ ეს პუბლიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პროექტისთვის,არამედ ზოგადად, ქართული თანამედროვე დიზაინისა და შემოქმედებითი იდეების გლობალურ სივრცეში დასამკვიდრებლად და საქართველოს, როგორც თანამედროვე, საინტერესო და ინოვაციური ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოსადგენად.

„ჰეკატეს ბაღის“ იდეის ვიზუალური და სივრცითი განხორციელება, ბელგიური დიზაინის სტუდია Sempre-სთან თანამშრომლბით გახდა შესაძლებელი. ბუნებრივი მასალები, უხეში ტექსტურები, ორგანული ფორმები და მცენარეული საფარი ქმნის უწყვეტ დიალოგს კოლხეთის უძველეს კულტურას, თანამედროვე ინტერიერსა და ცოცხალ ბუნებას შორის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელით მოხატულ კერამიკულ ფილებსაც, რომლებშიც ძველი კოლხური ორნამენტები თანამედროვე ფორმით არის გააზრებული. სტატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი სწორედ ესაა: ჰეკატეს ბაღი მხოლოდ რესტორანი ან სათბური არ არის — ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მითოლოგიის, ბუნების, თანამედროვე დიზაინისა და გასტრონომიის ერთ სივრცეში გაერთიანების მცდელობაა. ამას ემატება გურული ღვინოები, რომლებიც, Designboom-ის შეფასებით, თანამედროვე სივრცეს საქართველოს „8 000-წლიან მეღვინეობის ტრადიციასთან“ აკავშირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო

იმედი

ჩეხეთის  პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს

ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს

იმედი

ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს

ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს

იმედი