მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

იმედი|imedinews.ge

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა.

ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ. ასევე, წარმოდგენილია ინფორმაცია გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული საქმის - „ანა არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო წარმოება დასრულებულია გაერო-ს სახელშეკრულებო ორგანოებში განხილულ ორ საქმეზე, ესენია - „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ 2025 წელს გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა და ბავშვის უფლებათა კომიტეტმა ზედამხედველობის პროცედურის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს შემდეგ საქმეებზე: „ნ. ბ. საქართველოს წინააღმდეგ“ და „ჰ. ჰ., ი. ჰ. და იუ. ჰ. საქართველოს წინააღმდეგ“.

აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა მიაწოდა.

მისი განცხადებით, საქართველოში არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, მთავრობას შესაძლებლობა აქვს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად ითვლება.

„ბევრ სახელმწიფოში ასეთი შიდა ზედამხედველობის მექანიზმი არ არსებობს და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან სახელმწიფოს აკისრია, პირველ რიგში, ვასრულებთ ჩვენი შიდა პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში წინ წავიდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი