მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას
სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი საგზაო ბლოკადები საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მათ სოლიდარობა გამოხატეს პრეზიდენტ პასის მთავრობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლივიაში ძალადობრივად გზების ბლოკირებით, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასუსტებისა და დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ისე მთელ რეგიონში.

მოძალადე უმცირესობა ცდილობს უგულებელყოს ბოლივიელი ხალხის მიერ არჩევნებში გამოხატული ნება. ისინი უარს ამბობენ მთავრობის მიერ შეთავაზებულ დიალოგზე და უკვე შვიდ კვირაზე მეტია, რაც ბლოკირებული აქვთ გზები, რითაც ბოლივიელ ხალხს ეზღუდება წვდომა საკვებზე, ჯანდაცვაზე, საწვავსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე. ამ ქმედებებმა მძიმე გავლენა მოახდინა მილიონობით მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საფრთხის წინაშე დააყენა მათი ფუნდამენტური უფლებები. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბოლივიის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტები გზებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო, რადგან მათ დროულად ვერ მიაღწიეს საავადმყოფოებამდე და ვერ მიიღეს საჭირო მედიკამენტები. ამასთანავე, მომიტინგეების მხრიდან დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციურად არჩეულ ბოლივიის მთავრობას და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და მოლაპარაკებებს დადგენილ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. თავისუფლების, დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა ერთგულებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ამ ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და დემოკრატიული წესრიგის შესანარჩუნებლად. სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ პასის დემოკრატიულ მთავრობასა და ბოლივიელ ხალხს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი