მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი დგებუაძემ, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ გახსნეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ეტაპზე სხვადასხვა უწყების ჩართულობის საკითხი.

სტრატეგიის პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მიზნით ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიურად დაგეგმვა-განხორციელებაა, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო უწყებების მომსახურებას მეტად მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის.

სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.

დოკუმენტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის, იმ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რომლებიც 2026 წლის ივნისში თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იქნა გაზიარებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • კრიტიკული კითხვები მოსამართლეობის კანდიდატს - რა ხდებოდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეტვ პირველი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2006 წლის "საზღვაო შრომის კონვენციის 2022 წლის ცვლილებები" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილარუსთავი 2
  • კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - მაკა ბოჭორიშვილიBM.GE
  • 9-10 სექტემბერს კობახიძე პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრებაფორმულა
საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

იმედი

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

იმედი

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი