მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - მაკა ბოჭორიშვილი
კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - მაკა ბოჭორიშვილი

კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 00:09|bm.ge

„კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც მრავალმხრივი დისკუსიების, ისე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილებას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე საყურადღებოა სამიტი ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის ორმხრივი შეხვედრების გასამართად სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

BM.GE

10 ყველაზე გაყიდვადი ვისკის ბრენდი მსოფლიოში - Brand Champions 2026

10 ყველაზე გაყიდვადი ვისკის ბრენდი მსოფლიოში - Brand Champions 2026

BM.GE

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

Ryanair-ის ხელმძღვანელი ევროპის ისტორიაში ავიაბილეთების ყველაზე დიდ გაძვირებას პროგნოზირებს

BM.GE

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

"მოგების მარჟის 5.4%-დან 4%-მდე შემცირება ქსელური მარკეტებისთვის "დანის პირზე სიარულია"|ინტერვიუ

BM.GE