მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა.

სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14 500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.

„ქრონიკა“ უფლებადამცველების ნაწილს გაესაუბრა. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი ბრალს არ ეთანხმება. ადვოკატთა განცხადებით, მათ საქმის მასალები ახლახან გადაეცათ და შესაბამისად, დაცვის სტრატეგიაზე მათი შესწავლის შემდეგ ისაუბრებენ.

ამასთან, სისხლის სამართლის მეორე საქმის ფარგლებში დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. იგი თურქმენეთის მოქალაქეს, რომელსაც ასევე ეწურებოდა საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა, 4 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა ქვეყნიდან გაყვანას და უკან შემოყვანას, რითაც მას ქვეყანაში ყოფნის კანონიერი ვადა გაუხანგრძლივდებოდა. დანაპირები ვერც ამ შემთხვევაში შესრულდა. დაკავებულმა თურქმენეთის მოქალაქეს წინასწარ 1000 დოლარი გამოართვა. ადვოკატების განცხადებით, იგი დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსსBM.GE
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდანეტგაზეთი
  • სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალიაფორმულა
  • ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინესრუსთავი 2
დაკავებული →ბრალი →სამსახური →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია: „ნაცებო“, აფხაზეთი საქართველოა, მართალია, თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კი საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში თუ ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა

„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა

„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა

იმედი

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

იმედი

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

იმედი