მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „გამომშრალი მარიხუანა“, „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.

პოლიციამ, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

იმედი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

იმედი

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

იმედი