მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამხედრო პოლიცია 21 წლისაა
სამხედრო პოლიცია 21 წლისაა

სამხედრო პოლიცია 21 წლისაა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა.

„პროფესიული დღე პირად შემადგენლობას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ. მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის მნიშვნელოვან ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო პოლიციელებს წარმატებები უსურვა.

იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმატებით უზრუნველყოფს დისციპლინას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა