
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: სეულს არ აქვს განზრახვა, აშშ-სთან სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა განაცხადა, რომ ყოველწლიური სამოქალაქო თავდაცვის წვრთნები, რომლებიც აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ემთხვევა, თავდაცვითი ხასიათისაა და ჩრდილოეთ კორეისთვის საფრთხის შექმნას არ ისახავს მიზნად.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა „არსებითად შეამციროს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მის ინიციატივას უპასუხა.
ლის თქმით, სეულმა შეუფერხებლად უნდა განახორციელოს თავისი მმართველობის პერიოდში ომისდროინდელი ოპერატიული კონტროლის აშშ-ისგან გადაბარების დაგეგმილი პროცესი, მთავრობის არსებული გეგმის შესაბამისად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ლიმ დასძინა, რომ „სამხრეთ კორეას არ აქვს განზრახვა, ეს სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge