მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ
ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ

იმედი|imedinews.ge

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, როდესაც საქართველოს აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ერეკლე მეორემ.

„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება - რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება - ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული.

მაშინ რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსლიმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს.

ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი დღესაც მეგობრად მიმაჩნია, მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძესფორმულა
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდაBM.GE
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება

იმედი

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

წყალდიდობამ ლიმაში პრობლემები შექმნა

იმედი

ირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს, სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ მოვითხოვთ, რადგან ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისე სუვერენიტეტის დასაცავად ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, ამავდროულად, საჯაროდ ითხოვდნენ და დღესაც ითხოვენ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთებას, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნებოდა