მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარკვეულწილად უკვე ყალიბდება ლოგისტიკურ ჰაბად, რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს

იმედი|imedinews.ge

ყოველი ახალი მიმართულება ქმნის ახალ შესაძლებლობას ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, შანხაი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია საკმაოდ დიდი მოსახლეობით და ბუნებრივია, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა.

„ლოგისტიკურ ჰაბად გარკვეულწილად უკვე ყალიბდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. რაც შეეხება სამგზავრო მიმართულებით იმავეს განვითარებას, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდეს. აკეთებს იმით, რომ აფორმებს სხვადასხვა ქვეყნებთან ლიბერალურ საავიაციო შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც, როგორც ქართულ, ისე უცხო ქვეყნის კომპანიებს მარტივად შეუძლიათ ფრენების დაწყება შეუზღუდავად სხვადასხვა პუნქტებში, შეუზღუდავი სიხშირეებით. ამიტომ ჯერი უკვე არის ქართული კერძო ავიაკომპანიების კომერციულ სტრატეგიაზე და ხედვაზე, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ამ რგოლში და ამ ჯაჭვში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასევე ქართულმა ავიაკომპანიამ, რათა გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც შექმნილია საქართველოს აეროპორტების, კერძოდ თბილისის აეროპორტების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით“, - განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ყოველ ახალ რეისს გააჩნია მრავალმხრივი ეკონომიკური ეფექტი.

„პირველ რიგში, ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით, როდესაც იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადი, ეს არის დამატებითი შემოსავალი ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესისთვის. ყოველი ახალი ავიაკომპანია ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს აეროპორტებისთვის, საჰაერო ნავიგაციისთვის, რომელიც საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას ახორციელებს, ნიშნავს დამატებით შემოსავალს საავიაციო საწვავ გამმართველი კომპანიებისთვის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციებისთვის და ყველა იმ ავიასაწარმოსთვის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული საჰაერო ხომალდების მომსახურების ან გადაყვანა-გადაზიდვის უზრუნველყოფის პროცესებში“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის

ჩერგოლეიშვილი ბუღაძეზე: იაფფასიანი აფერისტი ეგომანიაკია, რომელსაც პატივმოყვარეობაზე შევეხე, როცა ხარისხი დავუწუნე და „MIHAS“ თავზარით ხსნის

იმედი