მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

იმედი|imedinews.ge

ბოსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: მე-60 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე უსმან დემბელემ უპირატესობა გაზარდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მბაპემ პენალტის გატანა ვერ შეძლო, ხოლო 77-ე წუთზე მინდორი ტრავმის გამო დატოვა.

სტატისტიკურ პორტალ Opta-ზე დაყრდნობით, დემბელეს გოლში ასისტენტის როლის შესრულებით, მბაპემ მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი შედეგიანი მოქმედებების რაოდენობა 10-მდე აიყვანა. ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ორ სხვადასხვა მსოფლიო პირველობაზე შეძლო ამ ნიშნულის მიღწევა. ამჟამად კილიან მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ 20 გოლი უგროვდება და ბომბარდირთა სიაში მხოლოდ არგენტინელ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია.

ნახევარფინალში, რომელიც 14 ივლისს გაიმართება, საფრანგეთის ნაკრები ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

ცნობისთვის, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველად 48 გუნდის მონაწილეობით, აშშ-ის, კანადისა და მექსიკის მასპინძლობით ტარდება. ტურნირი 19 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი