მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ბაჩიაშვილი: „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს
ვახტანგ ბაჩიაშვილი: „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების რეგულაციები განიხილეს. როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ქვეყანა „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულებას და მის რეგულაციებს უერთდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას. მომხსენებლის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს. ხელშეკრულების მთავარი მიზანი დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს. ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებას მხარს 28 ხელმომწერი სახელმწიფო უჭერს, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ისლანდია და სხვები. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ. როგორც მომხსენებელმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არსებითად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ხელშეკრულებასთან შეერთება „დიზაინის შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტით განისაზღვრება პრიორიტეტის უფლების აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები, პირობები და პროცედურული წესი და გაფართოვდება იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი საფასური გადაიხდება. კერძოდ, კანონს დაემატება პრიორიტეტის უფლების აღდგენისა და მფლობელის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურები. გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლითაც მოწესრიგდება ვადის დაუცველობის შემთხვევაში დიზაინის მფლობელის უფლებების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა. დადგენილების პროექტი ძალაში მიღებისთანავე შევა, რათა ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული იქნას ბიუროს გადაწყვეტილება მაროკოს სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების განსაზღვრის თაობაზე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებაზე: ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი, ბევრისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, ეს კარგი სწავლისკენ სტუდენტის წახალისებაა, ანუ ისწავლი კარგად - შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსებას

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

იმედი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

იმედი