მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია
The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

The New York Times: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭების გეგმაზე უკან დაიხია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების უფლება უნდა მიეღო. ეს შეიარაღება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, იუწყება The New York Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, 8 ივლისს ანკარაში გამართული ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად იყო უკრაინისთვის Patriot-ის წარმოების ტექნოლოგია გადაეცა.

„ჩვენ მათ Patriot-ის წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთონ ეს“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა.

თუმცა პარასკევს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ამ შეთანხმების შესახებ კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ „ამაზე არ შევთანხმებულვართ“.

მისი თქმით, მან პოზიცია შეიცვალა, რადგან „ასეთი ტიპის ტექნოლოგიის გადაცემა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა“ და არსებობს რისკი, რომ „ის ადამიანები, რომლებსაც ამ ტექნოლოგიას გადასცემ, ერთ დღეს შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ“.

„თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთ ტექნოლოგიას ჩვენ განსაკუთრებულად ვიცავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა კიევზე მორიგი ბალისტიკური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის ზოგიერთი დღევანდელი მოწინააღმდეგე წარსულში მისი მოკავშირე იყო და ამერიკული წარმოების შეიარაღებასაც ფლობდა. მაგალითად, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანთან ომის პირველ დღეებში ისრაელის ავიაციამ, სავარაუდოდ, გაანადგურა ამერიკული წარმოების F-14 ტიპის გამანადგურებლების ნაწილი, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ირანს ჯერ კიდევ შაჰის მმართველობის პერიოდში, 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე მიჰყიდა.

უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭება აშშ-ის მთავრობის მხრიდან თავდაცვითი ტექნოლოგიების გაზიარებას, ხოლო სისტემების მწარმოებელი კომპანიების, Raytheon-ისა და Lockheed Martin-ის უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობას მოითხოვდა.

ასეთი პროექტის განხორციელებას შესაძლოა თვეები ან წლებიც დასჭირდეს. ამასთან, უკრაინაში Patriot-ის წარმოებისთვის აშენებული ნებისმიერი საწარმო, სავარაუდოდ, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდებოდა.

კვირის დასაწყისში ზელენსკისთან დახურული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ჯერ „დარწმუნებული არ იყო“, დაუშვებდა თუ არა კიევის მიერ Patriot-ის წარმოების ლიცენზიის მიღებას.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და კიდევ რამდენიმე ინიციატივა განიხილა, რომლებიც უკრაინას დაეხმარებოდა.

The New York Times წერს, რომ ტრამპი უკრაინის ომთან დაკავშირებით კვლავ ცვალებად პოზიციას ინარჩუნებს - ზოგჯერ მხარს უჭერს უკრაინას, ზოგჯერ კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის არგუმენტების მიმართ მეტ სიმპათიას გამოხატავს.

პარასკევს ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს აღიარა, რომ თავადაც მიაწოდა კიევს იარაღი.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა, სამწუხაროდ, უკრაინას ძალიან ბევრი რამ გადასცა. თუმცა მეც მივაწოდე Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. Javelin-ების გარეშე ეს ომი, ალბათ, ერთ დღეში დასრულდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო იარაღი გვაქვს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ამ იარაღის საიდუმლო ტექნოლოგიების გაზიარებაზეა საუბარი“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
  • ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვაBM.GE
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს