მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

იმედი|imedinews.ge

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.

CEBS ჯგუფის კოორდინატორი ქვეყანა მონაწილეობს კომიტეტების მოსამზადებელ შეხვედრებში და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების კოორდინაცია და WIPO-ს სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, ასამბლეების, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ჯგუფის შეთანხმებული პოზიციის წარმოჩენა და დაცვა.

კოორდინატორი ქვეყანა აქტიურად ერთვება თემატურ მოლაპარაკებებში, ჯგუფის სახელით მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შედგენაში ჯგუფის წარმოჩენის მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს ჯგუფის ნებისმიერი წევრის კანდიდატურა (მათ შორის, საქართველოს), WIPO-ს კომიტეტების თავმჯდომარეებად და ვიცე-თავმჯდომარეებად. გარდა ამისა, კოორდინატორს შეუძლია ისეთი პროექტების ინიციირება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯგუფის წევრ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

კოორდინატორობის პერიოდში, საქართველოს წარმომადგენელი ერთი წლის განმავლობაში ჯგუფის სახელით წარადგენს განცხადებებს WIPO-ში, რაც გააძლიერებს ქვეყნის ინტეგრაციას ორგანიზაციაში, გაამარტივებს კომუნიკაციას, შექმნის ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენის შესაძლებლობას, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ WIPO გაეროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტიანი და დაბალანსებული ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის განვითარებას და ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ორგანიზაცია დაარსდა 1967 წელს და დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს 194 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 1991 წლიდან არის საქართველოც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადისBM.GE
  • კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებასრუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

პიტ ჰეგსეტმა კუბის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა

პიტ ჰეგსეტმა კუბის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა

იმედი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება

იმედი

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება

იმედი

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

იმედი