
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
რამდენიმე დღეში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი საქართველოში იქნება.
საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.
ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა ექიმების ტრენინგები. შესაბამისად, უკვე ყველაფერი მზადაა, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება.
დეტალებს მაკო ლორთქიფანიძე გიამბობთ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge