მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

იმედი|imedinews.ge

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მხარდაჭერილია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა.

„ეს უაზრო ომი და მის შედეგად გამოწვეული უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა დაუყოვნებლივ შეიძლება, დასრულდეს. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდების შესაბამისად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. გაერო-ს წესდების შესაბამისად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღოფორმულა
  • ბრიტანეთი უკრაინას ფრთოსანი რაკეტის, Storm Shadow-ს წარმოებაში დაეხმარებაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →სრულად →

მსგავსი სტატიები

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

იმედი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

იმედი

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

იმედი

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა