მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

იმედი|imedinews.ge

18-20 მაისს, იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იმართება. რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს. დაგეგმილია 5000-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. რიმინიში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტენდით იქნება წარმოდგენილი, თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან თანამშრომლობით.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობებსა და განვითარების პოტენციალს გააცნობს.

ჯამში, აეროპორტების გაერთიანების გუნდს Routes Europe 2026-ზე 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ახალი ბაზრების ათვისებაზე, არსებული ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების შესაძლებლობებზე.

ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი