მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით

იმედი|imedinews.ge

ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.

„კანონის დაუცველობასა და უგულებელყოფას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები და თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს სტატისტიკას - წამყვანი ფაქტორები არის სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მან შესაძლო პრევენციული ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ პრევენციულ საგანმანათლებლო კამპანიებზე, რომლებიც ძალიან ეხმარება იმას, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო გააცნობიეროს, თუ რატომ არ უნდა გადავაჭარბო სიჩქარეს მგზავრობის დროს, მაინც და მაინც ზებრა-გადასასვლელზე რატომ უნდა გადავიდეთ და რატომ უნდა ვიყოთ ისეთი საგზაო მოძრაობის მონაწილენი, რომელშიც ვზრუნავთ ერთმანეთზე.

ქვეყანაში გვაქვს ქულათა სისტემა, რომელიც ასევე შეიძლება, გამოვიყენოთ უფრო ეფექტიანად სიჩქარის გადაჭარბების პრევენციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და არა პოლიციის მიერ მოხდეს აღსრულება, არამედ კამერების მეშვეობით“, - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის მცირე და საშუალო გადამეტების შემთხვევაში ჯარიმები მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო მაღალი სიჩქარით მოძრაობისთვის მოქმედი მკაცრი სანქციები ძალაში დარჩება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი