მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებს წარუდგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ტემპი, ტექნიკური ჯგუფების კოორდინაცია და მომსახურების პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემების სტაბილურ ფუნქციონირებას, ავარიულ შემთხვევებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ტექნიკური რესურსების სწორად განაწილებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და მათზე შედეგზე ორიენტირებული რეაგირება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც რეგიონში ინფრასტრუქტურული საკითხების დროულ გადაწყვეტასა და მოსახლეობისთვის უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გორგობიანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი