მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი ლაშა აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ელჩინ მამადოვი, გენერალური პროკურორის მოადგილე ჰაიდარ მამადოვი, მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე ბაჰრუზ აჰმადოვი და ქალაქ ბაქოს პროკურორი ელშან აბასოვი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ასევე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერებინეს. მანამდე კი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ღირსების ხეივანი და მოწამეთა ხეივანი მოინახულეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • პროკურორის თქმით დიტო ჩუბინიძე ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე ინფორმაციას არ ფლობსფორმულა
  • დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორიBM.GE
  • ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორირუსთავი 2
  • გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგტვ პირველი
პროკურორი →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია

გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ

გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს

იმედი