მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებს, სააგენტოს ხელშეწყობით, წვდომა ეძლევათ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ონლაინ ხელსაწყოებზე, წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფასა და ექსკლუზიურ რესურსებზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ Microsoft for Startups პლატფორმაზე, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ექსპერტიზას, ტექნოლოგიებსა და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარების უნიკალურ შანსს აერთიანებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული სტარტაპები პროდუქტის სწრაფი განვითარებისთვის 200 000 Azure-ის კრედიტებს მიიღებენ უფასოდ. ამასთან ერთად, ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებებითა და უფასო ლიცენზიებით ისეთ აუცილებელ პლატფორმებზე, როგორებიცაა GitHub, Microsoft 365, LinkedIn Premium და სხვა.

პროდუქტის განვითარების გარდა, პროგრამა სტარტაპებს ბიზნესის მასშტაბირებაშიც ეხმარება. ეს გულისხმობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კორპორატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ წარდგენას უშუალოდ Microsoft-ის კლიენტების წინაშე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ქართული სტარტაპები მიიღებენ პრიორიტეტულ საინჟინრო მხარდაჭერას სპეციალისტებისგან ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და სწრაფი ზრდისთვის. GITA-ს გაწევრიანება ინვესტორთა ქსელში ქმნის პირდაპირ ხიდს ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემასა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაციას შორის. ქართულ სტარტაპებს უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.microsoft.com/e/bNNrPVDtyU?origin=lprLink

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საქართველოს შეუძლია, რეგიონში მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური ჰაბი გახდეს - ნინო მენთეშაშვილიBM.GE
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი