მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში თბილისში გამართულ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა. აღინიშნა, რომ ფორუმის წარმატებით მასპინძლობა საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განვითარების გამოცდილების წარმოჩენის შესაძლებლობა შექმნა.

მხარეებმა ასევე განიხილეს გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ქვეყნის მზარდი როლი გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის პროცესებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების, ციფრული მმართველობისა და ინოვაციური სერვისების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მზაობა, ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა უფრო აქტიურად იქნეს გამოყენებული საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, გაეროს შესაბამისი სამუშაო და საექსპერტო ფორმატების ფარგლებში, სხვა ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებისა და საერთაშორისო მიდგომებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.

თამარ ზოდელავამ მადლობა გადაუხადა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გაეროსთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებებით.

გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესია 5-7 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა და მასში წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობას 4 საათი დასჭირდება - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნორუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
მინისტრის →პოლიტიკის →საკითხებზე →

მსგავსი სტატიები

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას

იმედი

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა

ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა

იმედი

აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან

აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან

იმედი