მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეები ეკონომიკური მიმართულებით - გუვანჩ აგაჯანოვი, ბათირ ანაიევი და ნოკერგული ატაგულიევი, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • ₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?BM.GE
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი