
საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიბანის ეროვნული გუნდი დახურულ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 93:74 დაამარცხა.
ჩვენს გუნდში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი გახდნენ, გიორგი კორსანტიამ 11 ქულა დააგროვა, კიდევ სამმა კალათბურთელმა - დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ 10-10 ქულა დააგროვა. ბურჯანაძემ 12 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
გუნდის ლიდერებს - თორნიკე შენგელიასა და სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშიათ.
შემდეგ შეხვედრას ნაკრები 23 აგვისტოს გამართავს. ეს იქნება ამხანაგური მატჩი ისრაელთან.
28 აგვისტოს ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში მონტენეგროსთან შეხვედრით გახსნის, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას ესტუმრება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge