მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკურ ომს“ იწყებს. სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, რომ ირანმა აშშ-სთან შეთანხმების დადების შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

„ამიტომ, დღეს მე ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურდა, ხოლო მათი ქვეყანა ბეწვზე კიდია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ახლა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით აღმოუჩენს დახმარებას ირანს, „თავად წააწყდება უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“. ტრამპმა აშშ-ის მოკავშირეებს მოუწოდა, ვაშინგტონის გვერდით დადგნენ, „რათა ირანული საფრთხე იზოლირებული იყოს და დამარცხდეს“.

„ეს ისტორიული ზომები ძირს გამოუთხრის ირანის შესაძლებლობას, გაავრცელონ ტერორი მთელ მსოფლიოში. ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • ტრამპმა კანადიდან იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესება გადადოBM.GE
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
  • ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

იმედი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

იმედი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანი დაამარცხა

იმედი