მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც გააცნო, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. მათ შორისაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ცვლილებები რეგლამენტის კიდევ უფრო მეტად დახვეწას ითვალისწინებს.

„ახალი რეგლამენტით ბევრი პროცედურა დაიხვეწა და პარლამენტის საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმართ გვაქვს შემოთავაზება რიგი დებულებების კიდევ უფრო მეტად დახვეწასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვაზე, რომელიც იუნესკოს ნომინაციაზე „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ წარსადგენად, კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნასა და მისი შემადგენლობის დამტკიცებას შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რისთვისაც სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხორბლის, პურის ცხობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე იმუშავა, რაც წარმატებით დასრულდა. დღეს, არათუ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ, კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. სწორედ, წარმატებული პროცესიდან გამომდინარე, იყო ინსპირაცია, რომ მათ შორის, ლუდის ხარშვის ტრადიციის მომზადება იუნესკოს ნომინაციაზე მოხდეს. ამ მხრივ, წინა გამოცდილებით, პარლამენტი კარგი პლატფორმაა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე, სამეცნიერო წრეების ჩართულობის. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ამ თემის პოპულარიზაციაშიც მივიღოთ მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის განმავლობაში შევძლებთ იუნესკოზე კიდევ ერთი ქართული კულტურის ტრადიციის აღიარებას, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი