მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.

კანონპროექტი სხდომაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა.

ცვლილებით ზუსტდება მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში მერქნიანი მცენარეების ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები.

კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით.

ცვლილებით ზუსტდება ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი, მათ შორის, მკაფიოდ განისაზღვრება იმ ნარგავების კატეგორიები, რომლებიც ექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას და იმ ნარგავებისა, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით არ უნდა იქნეს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.

მეორე მოსმენის ფარგლებში კანონპროექტმა განიცადა ტექნიკური ხასიათის შესწორებები და შემდეგი შინაარსობრივი ცვლილება. კერძოდ, ნაცვლად ჯანსაღ მწვანე ნარგავებზე მითითებისა, დაზუსტდა რომ 25%-იან შეზღუდვაში არ ითვლება დაავადებული, ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული (ამორტიზებული) და ავარიული მერქნიანი მცენარეები.

ხოლო მესამე მოსმენის ფარგლებში, კანონპროექტს ცვლილებები არ განუცდია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი