მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების განთავსება სინდიკაციის მეთოდით პირველად განხორციელდა. სინდიკაციის პროცესში ინვესტორთა მხრიდან მკვეთრად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი გამოხატეს, როგორც რეზიდენტმა, ისე არარეზიდენტმა ინვესტორებმა, რის შედეგადაც მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა და გამოსაშვებ მოცულობას 4.5-ჯერ გადააჭარბა. რაც შეეხება კუპონის განაკვეთს, აღნიშნული 9%-ის დონეზე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გამოშვება 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული, სახაზინო ფასიანი ქაღალდების წლიური წმინდა ზრდის მთლიანი მოცულობის ფარგლებში განხორციელდა.

ემისიაში განთავსების ერთობლივი მენეჯერების (Joint Lead Managers) როლი წამყვანმა ადგილობრივმა საინვესტიციო ბანკებმა — სს „გალთ ენდ თაგარტმა“ და შპს „თიბისი კაპიტალმა“ შეასრულეს.

მთავარი ფინანსური მაჩვენებლები: •⁠ ⁠ემისიის მოცულობა: 400,000,000 ლარი •⁠ ⁠ვადიანობა: 5.9 წელი •⁠ ⁠მოთხოვნის გადაფარვის კოეფიციენტი (Bid-to-Cover): 4.5x •⁠ ⁠კუპონის განაკვეთი: 9% •⁠ ⁠ერთობლივი მენეჯერები: გალთ ენდ თაგარტი & თიბისი კაპიტალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძეBM.GE
  • ეკატერინე მიქაბაძე: ლარის კურსის სტაბილურობას მყარი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებსრუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი