მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სერბეთიდან პრეზიდენტის დონეზე პირველად განხორციელებული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ახალ იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ სერბეთის მხარის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, რაც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, მზადაა სერბეთთან პარტნიორობის გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალის სრულად ათვისებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ სერბეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • „ბოლო ნაბიჯი კობახიძის სახლში გასტუმრება იქნება“ - ხუხაშვილი საკადრო ცვლილებებზეტვ პირველი
  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი