მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ოლი მეჯლისის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი