მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა, 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს 8 მაისს მიმართა. შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია. ასევე გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულია აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სიმონ მახარაძე და თორნიკე მჭედლიშვილიც, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყვნენ დაკავებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი

ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს

ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს

იმედი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

იმედი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს

იმედი