მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გენერალურმა პროკურორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭომ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება.

„არც ამჯერად დაირღვა ტრადიცია და კვლავ გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის, რაც უდავოდ საიმედოა. მათ არაერთი წელი აკავშირებთ პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, სამსახურებში მყოფ თანამშრომლებს გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის“ -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ლონდა ბიჭიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას და აღნიშნა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.

კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით წარდგენილმა სამმა კანდიდატმა მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, ქუთაისის რაიონულმა პროკურორმა გიორგი ლანჩავამ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ხაჩიძემ საკუთარი ხედვები გააცნეს კონფერენციის წევრებს.

საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა.

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • პროკურორის თქმით დიტო ჩუბინიძე ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე ინფორმაციას არ ფლობსფორმულა
  • დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორიBM.GE
  • ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორირუსთავი 2
  • გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგტვ პირველი
პროკურორი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი