მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების დელეგაცია კორეის რესპუბლიკის წამყვანი ავიაკომპანიების - Korean Air-ისა და T’way Air-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას წარმოადგენდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა.

აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული ფრენების შესრულების თაობაზე განაცხადი შემოიტანა.

2019 - 2025 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ავიაკომპანიებმა 11 ჩარტერული რეისი შეასრულეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი