
საქართველოს საპენსიო ფონდი: 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 34,826 პირმა ისარგებლა, პენსიის სახით 178 197 376 ლარი გაიცა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ივლისის მდგომარეობით ფონდის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.
2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34,826 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 178,197,376.89 ლარი.
ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge