
Atlantic: Patriot-ის მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინამ შესაძლოა მათი რაკეტების გაუმჯობესება და უფრო იაფად წარმოება შეძლოს
იმედი|imedinews.ge
გამოცემა Atlantic-ი წერს რომ უკრაინას რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად ამერიკული პატრიოტის რაკეტები სჭირდება. ვაშინგტონი არა მხოლოდ რაკეტების არამედ მათი წარმოების ტექნოლოგიების მიწოდებას აჭიანურებს.
Atlantic-ი წერს, რომ მიზეზი მწარმოებლების პოზიციაა. ისინი შიშობენ, რომ უკრაინა ლიცენზიის მიღების შემთხვევაში გააუმჯობესებს რაკეტებს და მათზე უფრო სწრაფად, მეტი მოცულობით და გაცილებით ნაკლები დანახარჯით დაიწყებს წარმოებას. ოფიციალურ ვერსიად კი მწარმოებლები ინტელექტუალური საკუთრებისა დაცვასა და ტექნოლოგიების გადაცემის საფრთხეს ასახელებენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge