
Reuters: აშშ მზად არის ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნას
იმედი|imedinews.ge
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკა მზად არის ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნას, როგორც კი გამოცხადდება შეთანხმება დაბრკოლებების გარეშე კომერციული ნაოსნობის აღდგენის შესახებ.
თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის ახალ მარშრუტებთან დაკავშირებით ის მოლაპარაკებას ომანთან აწარმოებს. სააგენტო კი წერს, რომ ირანმა სრუტის გასახსნელად ვაშინგტონს რამდენიმე პირობა წაუყენა, მათ შორის არის ირანის აქტივების განბლოკვა და პორტებზე შეზღუდვების მოხსნა.
Reuters-ის ცნობით, თეირანი და ვაშინგტონი მოლაპარაკებას შუამავლების საშუალებით აწარმოებენ, რომლებიც ამბობენ, რომ სამშვიდობო პროცესში პროგრესი შეიმჩნევა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge