მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი ესტუმრა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი ესტუმრა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა (NATO CORE TEAM) და SNGP-ის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სანაპირო დაცვის, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იურა ფირცხალაშვილმა სტუმრებს ფოთის ბაზაზე არსებული საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი ხომალდები და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობა დაათვალიერებინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →დაცვის →ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი