მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იზმირში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების „EFES-2026“ საჩვენებელ სწავლებას დოგანბეის საწვრთნელ პოლიგონზე დაესწრო, რომელშიც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, როგორც საშტაბო, ისე საველე წვრთნებში მონაწილეობდნენ. „საპატიო დამკვირვებლის დღეს“ დაესწრნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი გენერალ პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, დელეგაციაში არიან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე - გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების - „EFES-2026“ პარალელურად, მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, თავდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მაღალი დონის ვიზიტებს, ერთობლივ სწავლებებს, სასწავლო კურსებს, ექსპერტთა დონის კონსულტაციებსა და სხვა.

„EFES-2026“ თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალეროვნული სწავლებაა, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები სწავლების ფარგლებში ორგანიზებულ თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენასაც დაესწრნენ და თავდაცვის მრეწველობის ცნობილი თურქული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი