მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტამბოლში გამართულ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტამბოლში გამართულ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტამბოლში გამართულ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

სტამბოლში საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. მინისტერიალის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს სამ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დაკავშირებადობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ამასთან, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს. აღინიშნა ხსენებული პრინციპების დაცვისა და განმტკიცების მნიშვნელობა. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობასა და განხორციელებაზე. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონის პოტენციალი და სამი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედების, ასევე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება აღნიშნული პროექტების წარმატებით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, პროექტში მონაწილე თითოეული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მინისტერიალის ფარგლებში, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და დიპლომატიური არხების გამოყენების მნიშვნელობას. სამმხრივი მინისტერიალის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, რიგით მეთერთმეტე მინისტერიალი, რიგითობის პრინციპის შესაბამისად, საქართველოში გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 246 სტატია.

  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • "პირველების" ინფორმაციით კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნებატვ პირველი
  • გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთფორმულა
  • „ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზეBM.GE
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი