მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა

საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სერბეთში, ქალაქ ბელგრადში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის მხრიდან კი - სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ოლივერა იოციჩი.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის შეფასებით, დელეგაციებმა მოლაპარაკების პირველივე რაუნდზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. “ჩვენი მოლოდინია, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან მიმდინარე წლის სამ კვარტალში წარმატებით დასრულდება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებას. ამასთან, ქართულ ბიზნესს გაეხსნება 6,6 მლნ-იანი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ პროდუქცია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ბიზნესთან და მოიზიდონ ინვესტიციები, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე,” - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის: საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები და ვაჭრობის გამარტივება, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), ციფრული ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სავაჭრო დაცვის ზომები, დავების გადაწყვეტის მექანიზმები, ასევე სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მოლაპარაკებები წარმართონ კონსტრუქციულ, ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ რეჟიმში. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებების წარმატებით და მოკლე ვადებში დასრულების მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც ქმნის პოზიტიურ მოლოდინს სერბეთთან მიმდინარე პროცესის მიმართაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავსფორმულა
  • რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილირუსთავი 2
  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით