მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან არპინე სარგსიანთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე. მათ ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი პროექტები და რეფორმები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და საპოლიციო დანაყოფებს შორის ეფექტიანი, ოპერატიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, სულხან თამაზაშვილმა სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკაში მიწვევისთვის და საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი