მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 76,405 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტები შუა აზიის ხუთივე ქვეყნიდან გაიზარდა, ყაზახეთიდან 44,943 ვიზიტი (ზრდა +9.4%) შედგა, უზბეკეთიდან კი 19,769 ვიზიტი (ზრდა +2.8%).

შუა აზიის ქვეყნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბაზრების დივერსიფიკაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, რეგიონში აქტიურ კამპანიებს ახორციელებს. ადმინისტრაცია მონაწილეობს ყაზახეთსა და უზბეკეთში გამართულ ტურისტულ გამოფენებში. მარკეტინგული აქტივობები ასევე მოიცავს ციფრულ და სოციალური მედიის კამპანიებს, B2B შეხვედრებს, როუდშოუებს, პრეზენტაციებს, მედია და გაცნობით ტურებს.

აღსანიშნავია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა 17 მიმართულებით ხორციელდება. საქართველოში რეგულარულ ფრენებს შემდეგი ავიაკომპანიები ასრულებენ: Air Astana, Uzbekistan Airways, FlyArystan, SCAT Airlines, Centrum Air, Somon Air და TezJet.

აქტიური ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით, ავიაკომპანიებმა ფრენების სიხშირეები მნიშვნელოვნად გაზარდეს:

ავიაკომპანია SCAT Airlines-მა შიმკენტი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების რაოდენობა კვირაში 2-დან 4 სიხშირემდე გაზარდა. უზბეკურმა ავიაკომპანია Centrum Air-მა ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის მიმართულებაზე 2 სიხშირე დაამატა და ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენებს კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს. ავიაკომპანია Air Astana, 15 ივნისიდან, ორშაბათსა და პარასკევს 2 სიხშირეს ამატებს ალმატი-თბილისი-ალმატის საჰაერო ხაზზე, რის შედეგადაც ამ მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 14-მდე გაიზარდა. ავიაკომპანია FlyArystan-ი თითო სიხშირეს ამატებს ქუთაისის მიმართულებით: ალმატი-ქუთაისი-ალმატის რეისები 20 ივნისიდან 29 აგვისტომდე კვირაში 4 სიხშირემდე გაიზრდება, ხოლო ასტანა-ქუთაისი-ასტანას ხაზზე 16 ივლისიდან 27 აგვისტომდე ფრენები კვირაში 5 სიხშირით შესრულდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

იმედი

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

იმედი

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს