მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს
საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს

საქპატენტმა და ევროპის საპატენტო უწყებამ ჟენევაში ერთობლივი მიღება გამართეს

იმედი|imedinews.ge

ჟენევაში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა” და ევროპის საპატენტო უწყებამ (EPO) ოფიციალური მიღება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში 2024 წლის 15 იანვრიდან შევიდა. 2025 წლის დეკემბერში საქართველომ ოფიციალურად გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ, რასაც მიმდინარე წელს მოჰყვა საქართველოში ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის ოფიციალური ვიზიტი. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ევროპული საპატენტო სისტემის განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციაში გამართული ერთობლივი ღონისძიება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ. ანტონიო კამპინოსმა ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის განვითარების პროცესში ვალიდაციის შეთანხმების მნიშვნელობაზე. სოსო გიორგაძემ კი ისაუბრა საქართველოსა და ევროპის საპატენტო სისტემას შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე.

სტუმრებისათვის განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ღონისძიების კულტურული ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მუსიკალური პროგრამა ანსამბლის „ბასიანი“ შესრულებით. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა უნიკალურ ქართულ მრავალხმიან სიმღერებს -ჩაკრულოსა და მრავალჟამიერს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც 8 ივლისს საქპატენტის ორგანიზებით გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, ასევე დელეგატები მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

იმედი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

იმედი

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

იმედი