მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სარჯველაძე: ჯივინოსტატზე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული
სარჯველაძე: ჯივინოსტატზე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული

იმედი|imedinews.ge

კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“

მინისტრმა განმარტა, რომ კლინიკური კვლევების პროცესს, როგორც წესი, თავად ფარმაცევტული კომპანიები წარმართავენ და არა სახელმწიფოები. მისივე თქმით, სხვადასხვა მედიკამენტის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება მუდმივად ვითარდება, რაც ასევე ასახავს იმ პროცესს - რომელი სახელმწიფო რა ეტაპზეა დაფინანსების ან გამოყენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„სულ არის რამდენიმე მედიკამენტი. ვამოროლონი - ეს არის კორტიკოსტეროიდი, ახლად გამოგონილი კორტიკოსტეროიდია და ამასთან დაკავშირებითაც არის გარკვეული დაკვირვების საჭიროება; ჯივინოსტატი - ამაზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედისმომცემია, რადგან FDA-საც აქვს შეფასებული, EMA-საც და ევროპული ქვეყნები გადაწყვეტილებამდე ახლოს არიან. რაც შეეხება ე.წ. ეგზონის ამოგდებას და ელევიდისს - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს.

„არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვამბობთ, თითქოს რომელიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია ან სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული - ეს უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ თხოვნა მაქვს და მოგიწოდებთ კიდეც, რომ ზედმიწევნით ფრთხილად ვიყოთ, ნუ ვცდილობთ ვინმეს ემოციებზე თამაშს - ამან შეიძლება მოკლევადიანად ვინმეს პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ან არ მოუტანოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს არ არის თემა, სადაც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების ძიება. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა.

როდესაც ვამბობთ, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და სახელმწიფო პროგრამებშია ჩართული. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველას მიმართ - მათ შორის, იმ გულშემატკივრობიდან გამომდინარე, რაც პაციენტების მიმართ მაქვს - არაფრის დიდებით არ შეიძლება ვინმეს შეცდომაში შეყვანა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • „საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილეBM.GE
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი